გივი მიქანაძე – მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა – არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რაზეც საზოგადოებას ოპონენტები ესაუბრებიან

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებით მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა – აქ არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რის თაობაზეც საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები ესაუბრებიან , – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.
პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი.
მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ საარჩევნო სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან საარჩევნო ოლქის ნომერი დააფიქსიროს.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ამით საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.
კანონპროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა