ლევან ბეჟაშვილი – საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ჰქონდა სტატუსის მიღების სურვილი და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო – რეალურად, დასავლეთმა სტატუსი ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მიანიჭა

რეალურად, დასავლეთმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცა არა ხელისუფლების დამსახურების გამო, არამედ სტატუსი ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მიანიჭა – საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ჰქონდა სტატუსის მიღების სურვილი და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამ გარემოებების გამო მაინც პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველყოს და პროცესში ჩართვა ყველა მხარეს შესთავაზოს.
„ოპოზიციას ცხრა დათქმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს მომზადებული, თუ როგორ შეიძლება რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობა უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოს და ამ პროცესში ჩართული იყოს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო სექტორი და მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ამის საპირისპირო ქმედებებს ვხედავდით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ