იანვარში ევროკავშირის ქვეყნებმა აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 83-ჯერ გაზარდეს

ევროკავშირის ქვეყნებმა აზერბაიჯანიდან 2024 წლის იანვარში დაახლოებით 19,7 ათასი ტ ნავთობპროდუქტი იყიდეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 83-ჯერ მეტია.
ფულადი თვალსაზრისით, მიწოდება 42-ჯერ, დაახლოებით 11.3 მლნ ევრომდე გაიზარდა. იმპორტის ლომის წილი საბერძნეთზე მოვიდა, რომელსაც იანვარში აზერბაიჯანიდან დაახლოებით დაახლოებით 10,5 მლნ ევროს ღირებულების 18,7 ათასი ტ ნავთობპროდუქტი მიეწოდა.
2023 წელს ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებმა აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 2022 წელთან შედარებით 17,4-ჯერ გაზარდეს და იმპორტის მოცულობამ დაახლოებით 306,9 ათას ტონამდე შეადგინა.
ღირებულების თვალსაზრისით, იმპორტი გაიზარდა 12,3-ჯერ, დაახლოებით 186,5 მლნ ევრომდე.