რომის პაპი – მშვიდობა არასოდეს მიიღწევა იარაღით

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მიმართვის დროს სა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა და ასევე, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა.
“მშვიდობა არასოდეს მიიღწევა იარაღით, ის მიიღწევა გაშლილი ხელებითა და ღია გულით”, – აღნიშნა რომის პაპმა.
მისი თქმით, ფიქრობს უკრაინასა და ღაზას სექტორის მოსახლეობაზე და ყველაზე, ვინც ომის წინაშეა. განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაავიწყდათ ღიმილი.
„საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის მოწოდებისას გამოვთქვამ იმედს რუსეთსა და უკრაინას შორის ყველა პატიმრის საერთო გაცვლის შესახებ: ყველა ყველასთვის“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის