ამერიკელმა მომღერალმა ლიზომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მუსიკალურ კარიერას ასრულებს.
მუსიკოსის თქმით მიზეზი, როგორც ცხოვრებაში, ისე ინტერნეტში მისი კრიტიკა და დაცინვა გახდა.
“დავიღალე, რომ ჩემს ცხოვრებაში და ინტერნეტში ყველა მსაყვედურობს. მე მხოლოდ მინდა ვაკეთო მუსიკა, გავაბედნიერო ხალხი და შევცვალო სამყარო უკეთესობისკენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სამყაროს მე არ ვუნდივარ… ამ ნეხვზე ხელი არ მომიწერია, მივდივარ”. – წერს მომღერალი.
8 თვის წინ, მელისა ვივიენ ჯეფერსონს, იგივე ლიზოს, სამმა ყოფილმა მოცეკვავემ სექსუალურ ძალადობაში, მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში და ბოდიშეიმინგში დაადანაშაულა.
მოცეკვავეებმა არიანა დევისმა, კრისტალ უილიამსმა და ნოელ როდრიგესმა ჯეფერსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
დევისის თქმით ლიზო და მისი ქორეოგრაფი გარეგნობისა და ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ.
სამივე მოცეკვავის თქმით ლიზო კონცერტების შემდეგ წვეულებებზე წასვლას აძალებდა, უარის თქმის შემთხვევაში მოცეკვავე კარგავდა დამქირავებლის კეთილგანწყობას. საჩივარში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი წვეულების დროს მომღერალმა თავის დაქვემდებარებულებს დააძალა შეხებოდნენ სტრიპტიზ კლუბის შიშველ თანამშრომლებს.
ასევე მოცეკვავეების თქმით ჯეფერსონი არღვევდა მათ პირად სივრცეს და ხელით ეხებოდა სხეულზე.
მომღერალი არაპროფესიონალიზმსა, ტყუილში და ტოქსიკურობაში ასევე ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა სოფია ნალი ალისონმა დაადანაშაულა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ბრალდებები უარყო.