“სრული სისულელეა” – კრისტანტე მოურინიოს წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებაზე

“რომას” ნახევარმცველმა ბრაიან კრისტანტემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გუნდში ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს რაიმე პროვოკაციას უწყობდნენ და მისი გათავისუფლება სურდათ.
“ერთხელ და სამუდამოდ მინდა დაგარწმუნოთ, მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულება არ ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილია.
ფეხბურთი ასე მუშაობს – როცა ცუდი შედეგებია, მწვრთნელი პირველია, ვინც ზეწოლას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე მხოლოდ ის არ არის. მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ თეორია სრული სისულელეა”, – ციტირებს კრისტანტეს Corriere dello Sport.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში