რას სთავაზობს მომხმარებელს საკონსულტაციო კომპანია AFinwise?

რამდენიმე კვირაა, რაც ადგილობრივ კომპანიებს AFinwise-მა ფინანსური კონსულტაციის სერვისი შესთავაზა. AFinwise-ი მომხმარებლებს სრულ და რეგულარულ ფინანსურ ანალიზს, ფინანსურ მენეჯმენტს, ბანკებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას, კომპანიის შეფასებას, ბიზნესგეგმას, ბაზრის კვლევას, საგრანტო პროგრამებში მონაწილეობას და ტრენინგებს სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი ანა ბალესიაშვილი გადაცემა “ქალების ნარატივში” აღნიშნავს, რომ AFinwise ბიზნესს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევს, კომპანიის ფინანსურ პროგრესს უზრუნველყოფს და როგორც მოკლევადიანი, ისე სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
“მქონდა გამოცდილება, მქონდა გამბედაობა, რეპუტაცია, ფინანსური რესურსი და ამ მოტივაციით შეიქმნა ორი თვის წინ AFinwise-ი. მინდა ამ კომპანიით და ჩემი ცოდნით დავეხმარო ადამიანებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, კრიზისების დაძლევაში და არამარტო, აგრეთვე ხელი შევუწყო პროგრესში“, – აღნიშნა ანა ბალესიაშვილმა.
AFinwise კომპანიებს ოპერირების ყველა ეტაპზე ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. სერვისები დაფუძნებულია ექსპერტულ ცოდნაზე, გამოცდილებასა და სურვილზე, რომ ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს. AFinwise სერვისს უწევს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა დარგში ოპერირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ