“ნაპოლის” ფეხბურთელებმა საჯაროდ მუხლი მოიყარეს თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსის მხარდაჭერის ნიშნად მისი სავარაუდო რასობრივი შეურაცხყოფის გამო

ფეხბურთის კლუბის, „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს 30 მარტს, “ატლანტას” წინააღმდეგ სერია A ლიგის მატჩის დაწყების წინ თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსისადმი მხარდაჭერის ნიშნად.
თანადგომის ეს აქცია ფეხბურთელებმა მოაწყვეს მას მერე, რაც სპორტულმა მოსამართლემ დაადგინა, რომ მილანის “ინტერის” მცველს, ფრანჩესკო აჩერბის, არ შეეხებოდა სანქციები ჟესუსის, რომელიც შავკანიანია, სავარაუდო რასობრივი შეურაცხყოფისთვის სერია A ლიგის ამ მატჩში, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები.
„ინტერსა“ და „ნაპოლის“ შორის 17 მარტის თამაშის (მატჩი დამთავრდა ფრედ ანგარიშით 1-1) მსაჯს ჟესუსმა შესჩივლა, რომ აჩერბიმ მას შეურაცხყოფა მიაყენა რასობრივ ნიადაგზე.
თვითონ აჩერბიმ არაერთხელ უარყო შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება.
იტალიის სპორტულმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ცხადი იყო, რომ აჩერბიმ ჟესუსს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა “გონივრული უეჭველობის მინიმალური დონე” იმ მხრივ, რომ ის რასობრივი ხასიათისა იყო, ვერ იქნა მიღწეული. ნაპოლიმ გადაწყვეტილებას “გამაოგნებელი” უწოდა.
“ატლანტამ” 30 მარტის მატჩი, რომელშიც ტრავმის გამო არ მონაწილეობდა, მოიგო ანგარიშით 3-0.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა