„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე და კოსტა სანიკიძის მეგობარი, სალომე ბარათაშვილი საზოგადოებას გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის.
„უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას. ისეთი შეტყობინებები მომდის, ახლაც მეტირება. რამხელა სიყვარული შეგვძლებია და თანადგომა თუ მოვინდომებთ. ამაყი ვარ, რომ ჩემს გარშემო ამდენი კეთილი ადამიანი გაერთიანდა. კოსტა ამ დროისთვის სტაბილურადაა, მთავარია, გონს მოვიდა და მალე დაგვიბრუნდება, აუცილებლად უჯანმრთელესი.
ამ ბიჭზე რამდენი შემიძლია ვილაპარაკო, კი იცით. სიყვარულის და სიკეთის ადამიანია ხალხო გეფიცებით. ვინც ცოტათი მაინც იცნობს, დამეთანხმება. მე სიტყვები არ მეყოფა, რომ თქვენ მადლობა გადაგიხადოთ.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მხოლოდ სიკეთე გადაარჩენს კაცობრიობას. ხოდა, მოდი გადარჩენა ავირჩიოთ, ხომ ჩვენი ნებაა, არა?! და დაიმახსოვრეთ, ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ და დღეს სიყვარული არ უნდა გადავდოთ.
მე თქვენ მიყვარხართ!,“ – წერს სალომე ბარათაშვილი.
ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძეზე პოსტს აქვეყნებს
რაც უნდა დამღლელად მოგეჩვენოთ მოლაპარაკებები, უარი არ თქვათ მათზე – ვის ექნება წარმატებული კვირა