ნიდერლანდების ქალაქ ედეს ერთ-ერთ ბარში აყვანილი სამი მძევალი გათავისუფლებულია

ნიდერლანდების ქალაქ ედეს ერთ-ერთ ბარში აყვანილი სამი მძევალი გათავისუფლებულია, მაგრამ ოპერაცია გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
„სამი მძევალი ახლახან გათავისუფლდა. სიტუაცია ჯერ არ დასრულებულა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ედეს პოლიციამ ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.