ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა” გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა” გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნეს.
„კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს და მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ანტიკორუფციული მიმართულებით, მიღწეული პროგრესი და არსებული მექანიზმები. საუბარი შეეხო მამხილებელთა დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას, კორუფციული რისკების შეფასებასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას. კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური წრეების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ