გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა მოსკოვის მოპყრობა ნავალნისადმი შეადარა ჯვარცმის დღეს იესოს მიმართ მოქცევას

გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა კრემლის ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მიმართ მოსკოვის მოპყრობა შეადარა ჯვარცმის დღეს, ვნების კვირის ანუ წითელ პარასკევს, იუდეის რომაელი მმართველის – „ქრისტეს მსაჯულის“ – პილატე პონტოელის სასამართლო პროცესს იესოს მიმართ.
შედარება, რომელსაც „თამამს“ უწოდებს გამოცემა “Bild-ი“, და რომელიც 29 მარტს, დიდ პარასკევთან, გოლგოთისკენ ჯვრით სვლის, „ჯვრის გზასთან“ დაკავშირებით გამოითქვა, ამ ფორმით გამოხატა ესენის ეპისკოპოსმა, გერმანიის არმიის – ბუნდესვერის სამხედრო ეპისკოპოსმა ფრანც-იოზეფ ოვერბეკმა: იესო – თქვა ოვერბეკმა, ხალხის წინაშე წარდგა, შემდეგ ის კვლავ მმართველის სასახლეში შეიყვანეს, რათა საზოგადოებას აღარ ეხილა ის. „ როცა კვირების წინ რუსი წინააღმდეგობის მოძრაობის – თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლი, ალექსეი ნავალნი მოკვდა, სწორედ ეს გამახსენდა“- ამბობს კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელიც ამავე დროს იერუსალიმის წმინდა საფლავის რაინდთა ორდენის „დიდი ოფიცერია.“
დასავლეთის ქრისტიანობა 2024 წლის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს 31 მარტს.