“ურთიერთობაში მთავარია, რომ ქალ­მა ყო­ველ­თვის უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს თავი, კაც­მა უნდა იცო­დეს, რომ მისი კარ­გად ეს­მით” – რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე – Marao

“ურთიერთობაში მთავარია, რომ ქალ­მა ყო­ველ­თვის უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს თავი, კაც­მა უნდა იცო­დეს, რომ მისი კარ­გად ეს­მით” – რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე – Marao
მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი – ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში… მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.
ალქესანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთოერთობა დიდი ხნის მანძილზე უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა. თავდაპირველად, ალექსანდრა აქტიურად საუბრობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა საყვარელი მამაკაცის ვინაობას არ ამხელდა. მოგვიანებით კი, როცა ცნობილი გახდა მისი და კოდუას რომანის შესახებ, იწერებოდა, რომ კოდუა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ იმყოფებოდა მეუღლესთან, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­თან.
გასულ წელს კოდუამ ნათია გედევანიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რასაც მისი დედის კომენტარიც მოჰყვა: “ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე იყო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახ­ლაც არის. შვი­ლებს ხომ გა­და­ყო­ლი­ლია. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი ოჯა­ხი, პი­რა­დი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბის ოჯა­ხი, მეტი არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმის გა­რეთ რა ხდე­ბა”, – ამბობდა კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა.
ამის შემდეგ მედია წერდა, რომ ალექსანდრასა და კოდუას ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მათ გასულ დეკემბერს დუბაიში ერთად იმოგზაურეს.
ამჯერად ალექსანდრა სოციალურ ქსელში სწორედ პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს:
“ურთიერთობაში მთავარია, რომ ქალ­მა ყო­ველ­თვის უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს თავი, კაც­მა უნდა იცო­დეს, რომ მისი კარ­გად ეს­მით. და ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­სა­რე­ვი სექ­სი. სექსში ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვა და ეფექ­ტის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ წყვილს უყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ამ სა­კითხს ხმა­მაღ­ლა გა­ნი­ხი­ლავს, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სექ­სო­ლო­გი­სა და ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით” – წერდა ის.