მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ცხრა ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების, “ხორასანთან” კავშირში. სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა 22 მარტის ტერაქტზე, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი ორშაბათს, 25 მარტს დააკავეს. თუმცა, კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია.
მედიის ინფორმაციით, დაკითხვაზე გადაიყვანეს დაკავებულების ოჯახის წევრებიც.
ტაჯიკეთში, საგამოძიებო მოქმედებებში რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.