2019 წლის შემდეგ პირველად, თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 9 მაისს აშშ-ს ეწვევა. ლიდერებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.
ვარაუდობენ, რომ ლიდერები განიხილავენ ისრაელ-„ჰამასის“ ომს, ასევე თურქეთის მიერ ამერიკისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხს.
2019 წლის შემდეგ ეს იქნება ერდოღანის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ის შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, ანკარა ცდილობს პირადი შეხვედრის ორგანიზებას აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ეს ვიზიტი ერდოღანისთვის პირველია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს