საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სს „ვიანის“ ყოფილი თანამშრომლების დაკავების საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება და 5 კითხვით მიმართავს შესაბამის უწყებებს:
კითხვა 1: აღნიშნულ პერიოდში (2020 წლის იანვრიდან 2023 წლის ზაფხულამდე) 2 წელზე მეტი ემთხვევა კოვიდის პერიოდს. კოვიდის პერიოდში კლინიკებს არანაირი დაინტერესება არ/ვერ ექნებოდათ გარიგებაში შესულიყვნენ ვინმესთან კლინიკების დატვირთვის მიზნით. პირიქით იყო ეს, პირიქით, ადგილები არ იყო კლინიკებში, ნემსი არ ჩავარდებოდა. ინტერესი, რომ ადგილები თავისუფალი მაქვს და მეტად დავიტვირთო არ იდგა საერთოდ. თუ ინტერესი არაა, გარიგება რაში იყო? კითხვა სახელმწიფო უწყებებს, ჯანდაცვის სამინიტროს, უშიშროებას და ა.შ. კითხვა 2: სასწრაფოების მიერ პაციენტების კლინიკებში გადანაწილების პროცესი ავტომატიზირებული არ არის? ალგორითმი არ არსებობს, პაციენტის მდგომარების მიხედვით ვინ რამდენ წუთში და სად მიიყვანოთ? თუ არ არსებობს, ეს არის ისევ და ისევ სახელმწიფოს დიდი ჩავარდნა. თუ არსებობს, 2, 5 ან 100 ექიმი ამას თვითნებურად გვერდს ვერ აუვლის, სისტემა არ მისცემს ამის საშუალებას. და თუ მაინც აუვლის, მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი ეხმარება ამაში. აქაც კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს და არა ექიმებს. კითხვა 3: აზარაშვილის დატოვებულ სკანდალზე რა ხდება? მთელი სახელმწიფო აპარატი თავისი შესყიდვებით, შემოწმებით, შემოტანით, გარანტიების გაცემით და ა. შ. რომ იყო ჩართული ონკოპაციენტების წამლებზე? ეს გამოიძიეთ? ამაზე რა ხდება? კითხვა უშიშროებას. კითხვა 4: რამის გადაფარვას ხომ არ ფიქრობთ ამ დაკავებებით? კითხვა სამინისტროს და უშიშროების სამსახურებს. და ბოლოს, კითხვა 5: რეგიონებში და სოფლად, ექიმების და ექთნების დიდი ნაწილი მიზერულ ხელფასებზე რომ არსებობენ ამაზე რა პოლიტიკა ან ხედვა გაქვთ? კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს”
