მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს , – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს „თავხედობას“, “განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს“ და ასევე, „ძველი ცოდვების ჩამოწერასთან გვაქვს საქმე“.
, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს უკანონოდ ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია…
გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა ან შემთხვევაში [სალომე ზურაბიშვილს] მოუწევს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომ იმ ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, კი ბატონო, თუმცა გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში