გენდერული ბალანსის საკითხებზე მომუშავე USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვივნენ

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ USAID ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც თანამშრომელთა გენდერული ბალანსის საკითხებზე მუშაობენ. ისინი ეხმარებიან კომპანიებს ქალებისთვის უფრო მიმზიდველი გახადონ პროფესიები, რომლებიც აქამდე, ტრადიციულად მამაკაცების პროფესიებად ითვლებოდნენ. ენერგოკომპანია წლებია აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში.
სტუმრები ფოთში ჩავიდნენ და ვალანეტინა ზიბზიბაძეს შეხვდნენ, რომელიც ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკოს-ელექტრიკოსი იყო. ვალენტინა სულ ახლახან დაწინაურდა და უბნის მენეჯერი გახდა.
“ჩემთვის საინტერესო იყო გავცნობოდი ვალენტინას და მის საქმიანობას. მნიშვნელოვანია ის ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებსაც ენერგო-პრო ჯორჯია ახორციელებს ქალთა პროფესიული განვითარებისთვის. კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ახლა უკვე ვხედავთ ამ მუშაობის შედეგს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა USAID ის დაქირავებულმა ექსპერტმა მუსამა კლარამ.
USAID ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ბათუმსაც ეწვივნენ, სადაც შეხვდნენ ენერგო-პრო ჯორჯიას ათ ქალ თანამშრომელს, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ.
“ორი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები ენერგო-პრო ჯორჯიაში დასაქმებულ ნიჭიერ ქალბატონებთან. კომპანია არის ჩვენი პარტნიორი 2015 წლიდან და ერთად ბევრს მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის კუთხით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ამ გუნდთან“, – თქვა USAID ის დაქირავებულმა ექსპერტმა ჟასმინ ბოემმა.