ინტერვიუ ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ენდოვასკულურული ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ენდოვასკულარული ქირურგი ვახტანგ ყიფიანი
ბატონო ვახტანგ რას ნიშნავს კორონარული სტენტირება და კორონაროგრაფია ?
კორონაროგრაფია ეს არის რენტგენო-კონტრასტული კვლევის მეთოდი ,რომელიც ტარდება სპეციალურ საოპერაციოში ექიმი – ინტერვენციონისტ კარდიოლოგის მიერ . კორონაროგრაფია ფაქტიურად უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ხორციელდება კანქვეშა ქსოვილის ადგილობრივი გაუტკივარებით. კორონაროგრაფიის ჩატარება შეიძლება, როგორც ქვემო ასევე ზემო კიდურის მაგისტრალური სისხლძარღვიდან. გაუტკივარების შემდეგ ექიმს სისხლძარღვში შეჰყავს სპეციალური კათეტერი, ხოლო ამ კათეტერიდან შემდგომში რენტგენის კონტროლით ხდება უფრო მცირე კათეტერის შეყვანა გულის მკვებავი – კორონარული სისხლძარღვების სათავეში. კათეტერის საშაულებით კორონარულ სისხლძარღვებში ხორციელდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ეს ნივთიერება რენტგენის სხივს არ ატარებს ამიტომ რენტგენოგრაფიისას ჩანს სისხლძარღვის სანათური,ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია სისხლძარღვის შიგნითა შრე , არის თუ არა შევიწროებული სისხლძარღვის სანათური ან ფიქსირდება თუ არა კორონარული არტერიის სხვა პათოლოგია. ამის შემდეგ ხდება რენტგენოგრაფიული ჩანაწერის ანალიზი და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა. კორონაროგრაფია წარმოადგენს გულის მკვებავი სისხლძარღვების შეფასების უზუსტეს მეთოდს. აღნიშნული პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 15-20 წთ-ს. კორონაროგრაფიის შემდგომ ხდება კათეტერების ამოღება , ნაჩხვლეტი არის ხელით ზეწოლა და კომპრესიული ნახვევის დადება. ნაჩხვლეტიდან სისხლდენის პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი კლინიკაში დაყოვნდეს 8-12 საათის განმავლობაში. დღესდღეობით არსებობს ნაჩხვლეტის და მხურავი სხვადასხვა საშულებებიც, რომლებიც ამცირებენ საწოლში დაყოვნების პერიოდს
კორონარული სტენტირება- არის კორონარულ (გულის კუნთის მკვებავ) სისხლძარღვში სტენტის იმპლანტაცია.
სტენტი – ეს არის სხვადასხვა მეტალის კომბინაციით დამზადებული მოქსოვილი მილი. სადღეისო დკორონარული (გულის მკვებავი სისხლძარღვებისთვის) შექმნილი სტენტები არის წამლით დაფარული და დაუფარავი. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ე.წ. “გაწოვადი” სტენტები, რომლებიც შექმნილია სპეციალური გაწოვადი მასალისა და არის წამლით დაფარული. რამდენიმე თვეში სტენტები იწოვება ეს კი ამცირებს სისხლძარღვის ტრავმატიზაციას მომავალში.
კორონორული სტენტირების დროს, კორონაროგრაფიის მსგავსად ხდება ქვემო ან ზემო კიდურის სისხლძარღვიდან კათეტერის ჩადგმა გულის მკვებავი სისხლძარღვის სათავეში. სტენოზის – (სისხლძარღვის შემვიწროვებელ ადგილის) გაფართოების მიზნით კათეტერში შევიწროვებულ ადგილის გასწვრივ ატარებენ სპეციალურ“მიმართველ” მავთულს და ბალონურ კათეტერს, რომელსაც მიმართავენ შევიწროებულ ადგილას. ამ ადგილას ხდება ბალონური კათეტერის გაბერვა და სისხლძარღვის გაფართოება, რის შემდეგაც უხშირეს შემთხვევაში, იმავე ადგილას ხდება სტენტის ჩაყენება. რიგ შემთხვევებში სტენტი იდგმება, პირდაპირ, წინასწარ ბალონური კათეტერის გაბერვის გარეშე. პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 1-2 საათს . პაციენტი ისევე როგორც კორონაროგრაფიის შემდეგ ყოვნდება კლინიკაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
რა შემთხვევაში დგება კორონარული ინტერვენციის ჩატარების აუცილებლობა ?
კორონარული ინტერვენციის აუცილებლობას განსაზღვრავს პაციენტის მკურნალი ექიმი კარდიოლოგი , აუცილებელია, რომ პაციენტმა კარდიოლოგს მიმართოს დროულად ჩივილების არსებობის შემთხვევაში . ხშირ შემთხვევაში ეს არის უსიამოვნო შეგრძნება გულ- მკერდის ან ყელის მიდამოში , ხანდახან მარცხენა ხელში გადაცემით,ადვილად დაღლა ქოშინი ფიზიკური აქტივობისას.ხანდახან სიმპტომები შეიძლება იყოს წაშლილი ამიტომ საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი და დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება.
უნდა გამოირიცხოს თვითმკურნალობა,რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება გულის კუნთის ინფარქტი და სწრაფი ჰოსპიტალიზაცია – კორონაროგრაფია, კორონარული სტენტირება. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში კორონარული არტერიების სტენტირების განხორციელება შეუძლებელი ხდება, სისხლძარღვთა მრავლობითი დაზიანებების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში ტარდება ღია ქირურგიული ოპერაცია – აორტო-კორონარული შუნტირება, რომელსაც ატარებს კარდიოქირურგი.
როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ინტერვენციულ კარდიოლოგს და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება ?
თუ პაციენტის მკურნალი ექიმი ფიქრობს, რომპაციენტს შესაძლებელი ქონდეს გულის იშემიური დაავადების ნიშნები შეიძლება ჰქონდეს გულის იშემიის ნიშნები და ეს გამოწვეულია კორონარული(გულის მკვებავი) სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობასთან, რეკომენდირებულია კორნონაროგრაფიული კვლევის ჩატარება. პაციენტის შემდგომი მკურნალობის სტრატეგიის დასახვაში მონაწილეობას იღებს ,როგორც კარდიოლოგი ისე ინტერვენციული კარდიოლოგი. ხშირად პაციენტი ხვდება კლინიკაში და მას სასწრაფოდ უტარდება კორონაროგრაფია, კორონარული სტენტირება, გულის კუნთის მწვავე ინფარქტის და არასტაბილური სტენოკარდიის (გულის ტკივილის) გამო.
ასევე მნიშვნელოვანია პაციენტს მიეწოდოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტენტირება ანშუნტირება ( კარდიოქირურგიული ოპერაცია) გულის კუნთში სისხლის მიწოდების გაუმჯობესება , არ არის გადაწყვეტა მისი პრობლემისა . ამ ოპერაციის შემდეგ ხდება დაავადების შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღდგენა და არა სრულად დაავადების მოსპობა. აქედან გამომდინარე პაციენტთა გარკვეული რაოდენობა კვლავ საჭიროებს განმეორებით ინტერვენციული მკურნალობას. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ის რომ პაციენტმაკორონარული სტენტირებისა და აორტო – კორონარული შუნტირების შემდეგ უნდა განაგრძოს კარდიოლოგთან ვიზიტი და მედიკამენტოზური მკურნალობა .
როგორია სტატისტიკა აღნიშნული მანიპულაციების ჩატარების?
დარგი ინტერვენციული კარდიოლოგია ყოველწლიურად ვითარდება და ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც ასახულია რენტგენო-კონტრასტული ინტერვენციების რაოდენობის ზრდით. სათანადო მედიკამენტური მკურნალობისას დაავადების რეციდივი და პაციენტის განმეორებითი ინტერვენციული მკურნალობა მნიშვნელოვნად შემცირებულია 20% რამდენი ხნით ხდება პაციენტის დაყოვნებაკლინიკაში აღნიშნული ჩარევის შემდეგ? ჩვეულებრივ , პაციენტის კლინიკაში დაყოვნებისხანგრძლივობა 2-5 დღემდეა, თუმცა ესდამოკიდებულია ჯანმრთელობის ზოგადმდგომარეობაზე და დაავადების ხარისხზე. უმეტესშემთხვევებში კორონაროგრაფიული კვლევატარდება ტრანსრადიალური მიდგომით (ზემოკიდურის ერთ-ერთი სისხლძარღვის საშულებით). ამშემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის გაეწეროსპროცედურიდან რამოდენიმე საათში. სტენტირებისშემთხვევაში პაციენტ გააჩნია პაციენტისმდგომარეობას, გეგმიურ შემთხვევაში კი პაციენტიბინაზე ეწერება ოპერაციიდან მეორე დღეს. მიოკარდიუმის (გულის)ინფარქტის ,მძიმედაზიანების შემთხვევაში პაციენტის კლინიკაშიდაყოვნების დრო შესაძლებელი გახანგრძლივდესრამოდენიმე კვირით . იგეგმება თუ არა სიახლეები ამ კონკრეტულიმიმართულებით ნ.ბოხუას სახელობისკარდიოვასკულურ ცენტრში ? ცენტრი სრულად არის აღჭურვილი მოწინავებრენდების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტიუზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხისსამედიცინო მომსახურეობით. ცენტრშიგაერთიანებულია ვასკულარული გულისა დასისხლძარღვების მკურნალობის სრული სპექტრი . მოგეხსენებათ, რომ სისხლძარღვის დაზიანებისმიზეზს უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენსათეროსკლეროზი. ეწ „ათეროსკლეროზურიფოლაქები“, რომლებიც ახშობენ არა მარტოკორონარულ, არამედ სხვასდასხვა ორგანოებისმკვებავ არტერიებს: თავის ტვინის, თირკმლის, ნაწლავების, ქვემო კიდურების და ა.შ. დაახლოებით20-30% შემთხვევებში კორონარულ არტერიებზეჩარევისას (სტენტირება, აორტო-კორონარულიშუნტირება) საჭიროა ერთდროულად მოხდეს სხვასისხლძარღვებზე ჩარევაც, რადგან თავიდანავიცილოთ გართულებები. ნ. ბოხუას სახელობისსისხლძარღვთა და გულის დაავათებათა ცენტრშიკარდიოლოგიური პაციენტის მრავალდისციპლინალური, გუნდური პრინციპითმკურნალობა – კარდიოლოგის, ინტერვენციულიკარდიოლოგის და კარდიოქირურგის მიერ. გარდაამის თუ პაციენტს გააჩნია თანმხლები პერიფერიულისისხლძარღვების დაავადებები მკურნალობისპროცესში ჩართულია ანგიოქირურგი და ანგიოლოგი. ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
რამდენი ხნით ხდება პაციენტის დაყოვნებაკლინიკაში აღნიშნული ჩარევის შემდეგ?
ჩვეულებრივ , პაციენტის კლინიკაში დაყოვნებისხანგრძლივობა 2-5 დღემდეა, თუმცა ესდამოკიდებულია ჯანმრთელობის ზოგადმდგომარეობაზე და დაავადების ხარისხზე. უმეტესშემთხვევებში კორონაროგრაფიული კვლევატარდება ტრანსრადიალური მიდგომით (ზემოკიდურის ერთ-ერთი სისხლძარღვის საშულებით). ამშემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის გაეწეროსპროცედურიდან რამოდენიმე საათში. სტენტირებისშემთხვევაში პაციენტ გააჩნია პაციენტისმდგომარეობას, გეგმიურ შემთხვევაში კი პაციენტიბინაზე ეწერება ოპერაციიდან მეორე დღეს. მიოკარდიუმის (გულის)ინფარქტის ,მძიმედაზიანების შემთხვევაში პაციენტის კლინიკაშიდაყოვნების დრო შესაძლებელი გახანგრძლივდესრამოდენიმე კვირით .
იგეგმება თუ არა სიახლეები ამ კონკრეტულიმიმართულებით ნ.ბოხუას სახელობისკარდიოვასკულურ ცენტრში ?
ცენტრი სრულად არის აღჭურვილი მოწინავებრენდების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტიუზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხისსამედიცინო მომსახურეობით. ცენტრშიგაერთიანებულია ვასკულარული გულისა დასისხლძარღვების მკურნალობის სრული სპექტრი .
მოგეხსენებათ, რომ სისხლძარღვის დაზიანებისმიზეზს უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენსათეროსკლეროზი. ეწ „ათეროსკლეროზურიფოლაქები“, რომლებიც ახშობენ არა მარტოკორონარულ, არამედ სხვასდასხვა ორგანოებისმკვებავ არტერიებს: თავის ტვინის, თირკმლის, ნაწლავების, ქვემო კიდურების და ა.შ. დაახლოებით20-30% შემთხვევებში კორონარულ არტერიებზეჩარევისას (სტენტირება, აორტო-კორონარულიშუნტირება) საჭიროა ერთდროულად მოხდეს სხვასისხლძარღვებზე ჩარევაც, რადგან თავიდანავიცილოთ გართულებები. ნ. ბოხუას სახელობისსისხლძარღვთა და გულის დაავათებათა ცენტრშიკარდიოლოგიური პაციენტის მრავალდისციპლინალური, გუნდური პრინციპითმკურნალობა – კარდიოლოგის, ინტერვენციულიკარდიოლოგის და კარდიოქირურგის მიერ. გარდაამის თუ პაციენტს გააჩნია თანმხლები პერიფერიულისისხლძარღვების დაავადებები მკურნალობისპროცესში ჩართულია ანგიოქირურგი და ანგიოლოგი.
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5