გუბერნატორი – ბელგოროდში 15 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები

ს საჰაერო თავდაცვის სისტემამ 15 დრონი ჩამოაგდო, რომელიც ქალაქ ბელგოროდს უახლოვდებოდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.
მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში.
“ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის თავზე – ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს 15 საჰაერო სამიზნე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა”, – წერს გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი ინფორმაციით, ბელგოროდში საჰაერო თავდასხმის შედეგად 17 საცხოვრებელი კორპუსის 37 ბინაში მინები ჩამსხვრეულია, ერთ-ერთ კორპუსში ჭურვის ფრაგმენტებმა ძლიერ დააზიანა ერთ-ერთი ბინის აივანი. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევებით 12 ავტომობილი დაზიანდა.
ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ასევე დაგაინტერესებთ