ეს არის ანტიქართული გაერთიანება თავისი არსით – შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ეს არის ანტიქართული გაერთიანება თავისი არსით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სხვა პრობლემა. აქ არ არის ის პრობლემა, ვინ არის ხელმძღვანელი, ვინ არის და ვინ არა პოლიტსაბჭოში, მისი პრობლემაა, რომ ის არის ანტიქართული გაერთიანება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ანტიქართულ გაერთიანებას, რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვის, ლოიალური და ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ, არამედ საქართველოს საზღვრებს მიღმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის. აღარ სჭირდება ჟამთააღმწერლები რომ აღვწეროთ ის ღალატი, რომელსაც ისინი სჩადიან საკუთარი ქვეყნის წინაშე, მედია გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში დავაკვირდეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„მელიას დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი პარტიიდან, ან მოაწერს ხელს მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი გაასაჯაროებს, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კოორდინაციას. ფიქრობს, რომ პარტიის გამოცდილი წევრები გარიყულები აღმოჩნდნენ საბჭოდან. მან საკუთარი მოსაზრებები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.