საჯარო ასოციაცია “აზერბაიჯანის სპორტული ჟურნალისტები” ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯანი დე ბიაზის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
საქმე შემდეგშია: აზერბაიჯანი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე ბელგიასთან 0:5 განადგურდა, მატჩის შემდეგ კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი არაეთიკურად მოიქცა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სულელი უწოდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია დატოვა.
Azerisport.com-ი წერს, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გმობს ბიაზის ამ საქციელს და მისგან ბოდიშს მოითხოვს.