ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
მისივე განცხადებით, 4 პირი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
“5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყო წასული ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან, ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით გამოგზავნა ვერტმფრენი და შესაბამისი რაოდენობის მაშველები. გადაყვანილები არიან ადგილზე.
მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები. ჯერჯერობით ადამიანი არ არის ნაპოვნი და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ ო’ბრაიენი – სანამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო – ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით

ირაკლი კობახიძე – ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები გამოდიან ქუჩაში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა

შალვა პაპუაშვილი – ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ

გიორგი გახარია “ოცნების” წევრებზე – ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს