არგენტინის ნავთობკომპანია YPF-ის აქციები 40%-ით გაიზარდა

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია YPF-ის აქციები 20 ნოემბერს ნიუ-იორკში 40%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც 19 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.
დაახლოებით 14:00 საათზე(EST ), აქცია $14.90-ზე იყო, რაც 21 ნოემბერს 38.82%-ით გაიზარდა.
Reuters-ის ცნობით, არჩეულმა პრეზიდენტმა რადიო ინტერვიუში თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კომპანიებისთვის „ღირებულებას შექმნის“ , რათა ისინი „არგენტინელებისთვის ძალიან მოგებიანი გზით გაიყიდოს“.
ქვეყანამ YPF-ის 51%-ის ნაციონალიზაცია ათ წელზე მეტი ხნის წინ მოახდინა, მას შემდეგ, რაც არგენტინამ ესპანურ Repsol-ს კომპანიაზე კონტროლი ჩამოართვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”