შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, კვარაცხელიას – დაჭიმულობა – ექიმი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა, დათო ხარაბაძემ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, თქვა:
“რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლა, თქვენს სტუდიაში რომ მივდიოდი, მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც, მას აქვს მცირე მოტეხილობა. მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება. ევრო 2024-ზე ლევან შენგელია აუცილებლად ითამაშებს.
მოხდა შეჯახება, რომლის დროსაც ლევანი და მოწინააღმდეგე ფეხბურთელი ერთად წაიქცნენ და მთელი ტანით დააწვა სახსარს და გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალის ოდნავ მოტეხილობა.” – თქვა ექიმმა.
ხარაბაძემ, მთავარ არხთან ინტერვიუში, ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ ფეხბურთელს აქვს მხოლოდ დაჭიმულობა, რომელიც დატვირთვის ფონზე განვითარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)