მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

2024 წლის ივლისში, პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე, სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.
სანდრო ბაზაძე არის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, აგრეთვე მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი.
2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძემ მე-13 ადგილი დაიკავა, მომდევნო თამაშებზე, ტოკიოში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მე-4 ადგილი ერგო.

ასევე დაგაინტერესებთ

იენს სტოლტენბერგი – პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს