გიგი წერეთელი – დაბალი ბარიერი საჭიროა, თუმცა, მთავარია ამომრჩეველი დავარწმუნოთ მმართველობის ცვლილების აუცილებლობაში

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საარჩევნო ბარიერის შესახებ არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ბარიერის საკითხი პარტიებისთვისა და პოლიტიკური პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლება ამით არ მანიპულირებდეს.
მისი თქმით, ხელისუფლება პირიქით ხელს უნდა უწყობდეს იმგვარი ბარიერის არსებობას, რაც მეტ წარმომადგენლობას მოიტანდა და განსაზღვრავდა ამომრჩევლის სურვილით საპარლამენტო შემადგენლობას.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, დაბალი ბარიერი საჭიროა, „თუმცა, მთავარია ამომრჩეველი დავარწმუნოთ მმართველობის ცვლილების აუცილებლობაში“.
„ეს მმართველი ძალის დაპირებაც იყო, რასაც დღეს ჯიუტად უარყოფენ, თუმცა, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ არსებობდეს ადამიანების კრიტიკული მასა და ბევრი ამომრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე და ცვლილებებს დაუჭერს მხარს.
მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიის ამოცანა, ამ ეტაპზე, არა მხოლოდ ბარიერის დაწევისთვის მოქმედებაა, არამედ ბრძოლა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს ცვლილებების აუცილებლობაში. თუ ეს ამოცანა მიიღწევა, ბარიერის მიუხედავად, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა გარდაუვალია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს