შალვა პაპუაშვილი – განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“ – 6 პარტია ჩამოვთვალე, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა?

განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე. თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადახედვას შეეხებოდა.
მისივე თქმით, სჯობს, პარტიები კონსტიტუციაში გაწერილი ბარიერისთვის მოემზადონ.
„არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირია. რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია თავს იმართლებს, სამჯერ გაზარდეთო, არავის გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე, 5-6-მა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ აქვს. 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე, რომელმაც განაცხადა რომ არ აქვს პრობლემა, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს, 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენ არა გვაქვს პლურალიზმი და გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულია რამდენიმე ერთეული პარტია. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაცაა უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს