ამრაბატის შეძენით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან

Fichajes-ის ინფორმაციით, “ფიორენტინას” საკუთრება და “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარით მოთამაშე სოფიან ამრაბატის შეძენით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან.
“წითელ ეშმაკების” ფეხბურთელის ფლორენციული გუნდიდან გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა ამას არ აპირებენ.
მაროკოელი შუახაზელის სამსახურით “მილანი”, “ატლეტიკო”, “ლივერპული” და “ბარსელონა” ინტერესდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ამრაბატის ხილვა საკუთარ კლუბში განსაკუთრებით დიეგო სიმეონეს სურს.