„ლელოს“ ლიდერები საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ხვდებიან

აშშ-ის საელჩოში პარტია „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია აშშ-ს ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს ხვდებიან. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ელჩთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, შეხვედრის თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა იქნება.
„ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაზე, ასევე, “ლელოს” გეგმებზე. ბევრი გვაქვს სასაუბრო. ალბათ, ელჩს ექნება კითხვები და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ამ შეხვედრის შინაარსი იქნება ძირითადად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა. ელჩს აუცილებლად გავაცნობთ “საქართველოს დაცვის აქტს”, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და რომელიც დღეს პარლამენტში გაჟღერდება. ამასთან, გავაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ პარტიებს და ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადაიდგას იმისათვის, რომ შევაჩეროთ ოკუპაცია, იმისათვის, რომ აღარ გაგრძელდეს ოკუპანტების ასეთი პარპაში ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვა მაქსიმალურად შევძლოთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ