– არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა – ისინი ნებისმიერ იარაღს გამოიყენებენ

არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს, რისთვისაც დესტაბილიზაციის გეგმა, კოდური სახელწოდებით „მაიდან-3“, არსებობს.
„მათ ძალიან სურთ, არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა, შესაძლოა არა მკვლელობით, არამედ ხელისუფლების შეცვლის გზით. ისინი გამოიყენებენ ნებისმიერ იარაღს. იდეა არის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი ოპერაცია ჩაატარონ, რომელსაც სახელიც კი აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, რადგან რუსეთი კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში აღვივებს და იმოქმედებს იქამდე, სანამ აშშ და ჩინეთი მას შეჩერებას არ აიძულებენ.
„ყველაფერი მარტივი არ არის, უკრაინა დღეს მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრშია. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს დაძაბულობას იქამდე, სანამ აშშ და ჩინეთი ერთად არ ეტყვიან მას, რომ დაკავებული ტერიტორიებიდან გავიდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს