ზელენსკის განცხადებით, უკრაინას პუტინის მოკვლის უფლება აქვს

„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.
„ეს ომია და უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მიწა“, – თქვა ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში.
ამასთან, ბრიტანულ მედიასაშუალებასთან საუბარში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ახლა, რუსეთის ფედერაციასთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, შეუძლებელია“, – აცხადებს ზელენსკი.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ ომის დასრულებამდე არ არის მომხრე, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ