რა ეტაპზეა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი? – დავითაშვილის განმარტება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია მზადაა და ეკონომიკურ საბჭოს უახლოესი კვირების განმავლობაში წარედგინება. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.