საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

ევროპის 2024-წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველომ საბერძნეთს უმასპინძლა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 მორჩა, პენალტებში კი “ჯვაროსნებმა” 4:2 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სტუმრები უმწვრთნელოდ დარჩნენ. ბერძენთა დამრიგებელ გუსტავო პოიეტს კონტრაქტი ამოეწურა და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ის აღარ გახანგრძლივდება.
საბერძნეთის ნაკრებიდან აბარგებაზე პლეი-ოფის მატჩებამდე თავად ურუგვაელიც საუბრობდა და არ გამორიცხავდა, სულაც ევრო 2024-ზე რომ გასულიყვნენ, მაინც წასულიყო.
ბოლო მატჩი თბილისში? – მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის

ინფორმაციისთვის, პოიეტი ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ
კანდიდატად განიხილება, რომელ პოზიციაზე ვილი სანიოლსაც მოისაზრებდნენ. 56 წლის სპეციალისტი ბერძნებს 2022 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა.
გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან