რა ღირს EURO 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
ქართველები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და დორტმუნდის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან. 22 ივნისს ჰამბურგში Volksparkstadion-ზე ითამაშებენ, სადაც ჩეხეთს შეხვდებიან. პორტუგალიასთან მატჩს კი გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს.
მონაწილე ქვეყნებისთვის უეფა კვოტებს გამოყოფს, რაც ქვეყნების შიდა საიტებზე გაიყიდება, ზოგადად გასაყიდი ბილეთების ფასები კი ასეთია:

18 ივნისი – თურქეთი-საქართველო €140-დან €555-მდე
22 ივნისი – საქართველო-ჩეხეთი €170-დან €4 600-მდე
26 ივნისი – საქართველო-პორტუგალია €175-დან €2 265-მდე
პლეი-ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.

ასევე დაგაინტერესებთ