ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს, ან სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე?

ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „ახალის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
„ძალიან მაინტერესებს ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს.ან ის ,,ენ ჯე ო” – შნიკები რას იტყვიან ახლა, რომლებისთვისაც გვარამია უდანაშაულობის მაგალითი და ნაწამები ანგელოზი იყო და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე? ახლა ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ ზურაბიშვილი, ჩვეულებრივი ნაცების დავალების შემსრულებლად გადაიქცა? და ბოლოს: სტრასბურგის სასამართლოს მადლობა, მაგრამ ამავე დროს ველოდები მე პირადად ბოდიშს, სწორედ იმ ხალხისგან, ვინც ზემოთ ვახსენე….“-წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ