საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! – EU-ს საელჩო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველად გასვლას საქართველოს ულოცავს ევროკავშირის საელჩო.
„საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!
ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში! “ — წერს ევროკავშირის საელჩო.
დინამო არენაზე 26 მარტს გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა.
ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისის დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება, საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება.
მთავარ ფოტოზე: დინამო არენა, 26 მარტი, 2024. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

ასევე დაგაინტერესებთ

კონგრესმენები კობახიძეს – მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

შალვა პაპუაშვილი – ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ – ბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა