მეთიუ მილერი – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ ს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის კომენტარს გამოეხმაურა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან უკრაინის სპეცსამსახურები უშუალოდ არიან დაკავშირებული.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ამაში ჩართული იყო, რადგან უკრაინა ჩართული არ ყოფილა. მე ვიტყოდი, რომ რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ეს კომენტარები უკრაინის წინააღმდეგ მათი შემდგომი აგრესიის გასამართლებელ პროპაგანდას წარმოადგენს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი – არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!