კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის გამო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის გამო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. 24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგოამრეობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
“რუსთავი 2-ის” პროექტის “პრაიმჰაუსის” ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა კვირა დილით მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და კოსტა სანიკიძეს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა.
“გადმოგვეცა დაკავების შესახებ გამოძიების მასალები სრულად. გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჩვენ უკვე გვაქვს და გვექნება მაგასთან დაკავშირებით მსჯელობა, აგრეთვე პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლოსი, სადაც მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შერჩევასთან დაკავშირებით. კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას იყენებს დაკავებული, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს ყოველი სასამართლოს სხდომაზე,” – აცხადებს ადვოკატი ლევან დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao