: ტერაქტთან დაკავშირებით ს განცხადებები დასავლეთისა და უკრაინის ჩართულობის შესახებ სისულელეა

მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკრაინისა და დასავლეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ს ხელისუფლების ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

„რუსეთის განცხადებები დასავლეთისა და უკრაინის ჩართულობის შესახებ სრული სისულელეა“, – აცხადებს კამერონი.

კემერონის თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს შეერთებული შტატების განცხადებებს, რომლებიც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან