კოსტა სანიკიძის დედა თავდასხმის დღეს იხსენებს და მიმართვას ავრცელებს

19 ნოემბერს, საკუთარ სახლში დაჭრილი მომღერლის, კოსტა სანიკიძის დედა მიმართვას ავრცელებს.
„მეგობრებო, გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, ჯერ არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მე და ჩემი ოჯახი, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ჩემთან ერთად, ჩვენივე სახლის ეზოში შეესწრო ენით აღუწერელ უბედურებას, თუ როგორ სადისტურად გვიკლავდნენ თვალწინ ჩემს შვილს კოსტას.
იმ ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ჩემი შვილი ჩემ თვალწინ იცლებოდა სისხლისგან და იწვა თავისივე სისხლის გუბეში, მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი უსუსურები ვედექით თავზე და ვერაფრით ვეხმარებოდით. მადლობა უფალს და „ჰელსიკორის“ საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებმაც გადამირჩინეს მომაკვდავი შვილი.
გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი, დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში. – წერს კოსტა სანიკიძის დედა სოციალურ ქსელში.
ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძეზე პოსტს აქვეყნებს
“ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი…” – გაფრთხილება ამინდის შესახებ
2023 წლის სიტყვა დასახელდა
„ყურადღების და კრიტიკული აზროვნების დაქვეითება“ – როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან