ბერძნული მედია: 19 წლის ქართველმა სკოლაში მოსწავლე ჩაქუჩით სცემა და დირექტორი დანით დაჭრა

ათენში დააკავეს 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დანით დაჭრა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, მოძალადის უმცროს ძმას კონფლიქტი ჰქონდა ამავე სკოლის მოსწავლესთან, ნიგერიელ მოზარდთან. სწორედ ეს კონფლიქტი სახელდება სკოლაში თავდასხმის მოტივად.

წყარო