32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!