ფლორიდაში 14 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა – გუბერნატორის გადაწყვეტილება

ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, ბავშვებს ეკრძალებათ ანგარიშების შექმნა სოციალურ ქსელებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„გუბერნატორმა დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, 14 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა, ხოლო 14 და 15 წლის ბავშვებს სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა მხოლოდ მშობლების თანხმობით შეეძლებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები ბავშვებს მრავალმხრივ ავნებს და ახალი რეგულაცია მშობლებს საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვან ბავშვები სოციალურ ქსელებში განთავსებული მავნე მასალებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას