პრაღაში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიურო გაიხსნა

25 მარტს ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიუროს ოფიციალური გახსნა გაიმართა. თავის საინაუგურაციო შეხვედრაზე ოფისმა 50-მდე სტუმარს – ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩებს უმასპინძლა.

ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომელმაც ბელარუსის დემოკრატიული ძალების ოფისის გახსნას უწოდა მნიშვნელოვანი მომენტი, ხოლო ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის არსებითი პრიორიტეტი.
ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი იყო ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელმაც ოფისის გახსნას მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ჩეხეთ-ბელარუსის ურთიერთობაში.
„ვაცლავ ჰაველის დროიდან ჩეხეთი მხარს უჭერს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ადამიანის უფლებათა დამცველებს. ჩეხეთმა მიიღო ბელარუსი ლტოლვილები, სტუდენტები და სხვები. ამ ოფისის ამოქმედება ხსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობაში. ეს ძლიერ შეტყობინებას უგზავნის ბელორუს ხალხს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან: “თქვენ მარტო არ ხართ თქვენს ბრძოლაში, ჩვენ თქვენთან ვართ.” ეს ასევე აჩვენებს, რომ თქვენ (ჩეხები) განასხვავებთ რეჟიმს ბელარუს ხალხისგან,”-აღნიშნა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
დღესვე ციხანოუსკაიმ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციისადმი მხარდაჭერისათვის „კეთილმეზობლობის ორდენი“ გადასცა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, იან ლიპავსკის.