“ბეშიქთაშის” დირექტორი კვერნაძის თამაშით მოიხიბლა და მის გადაბირებას შეეცდება

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი “ბეშიქთაში” ამჟამად სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ “გალათასარაის” 35 ქულით ჩამორჩება და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. sabah-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი სამეტ აიბაბა და მწვრთნელის ასისტენტი სერდარ ტოპრაკტეპე 22 მარტს სტამბოლში თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს (2:1) დაესწრნენ, რათა თავიანთი გუნდის თავდამსხმელის სემიხ კილიჩსოის თამაში ენახათ, თუმცა მათი ყურადღება სულ სხვა ფეხბურთელმა მიიპყრო.
აიბაბა ამას წინათ ლევერკუზენში “ბაიერისა” და “ყარაბაღის” შეხვედრას დაესწრო და სამი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება – ჟუნინიო (ყარაბაღი) და ბორხა იგლესიასი და ტიმოთი ფოსუ-მენსა (ბაიერი).

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში