გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გოგო, რომელმაც ში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, მაკა ალექსანდრიამ განაცხადა, ის უახლესი მეგობრის და შეყვარებულის ღალატის მსხვერპლი გახდა.
„დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ასევე, სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი“, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაული არ იყო გამიზნული იმისისთვის, რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე დაზიანებულიყო.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ მორალური მხარე გაითვალისწინა.
„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები მიყენებული. დაზიანებები საკმაოდ მძიმე ხარისხის იყო. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე მხარეს შორის მოხდა დაპირისპირება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისათვის, 23 მარტს, ფონიჭალაში, 28 წლის ქალმა 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.