საბანკო დეპოზიტები 50.5 მლრდ ლარამდე შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 182.62 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08%-ით მეტი).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 203.80 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.57%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 21.18 მლნ ლარით, ანუ 0.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.56%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით).
„თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.51% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.08%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.99%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ