პეტრე ცისკარიშვილი – საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, ამას პოლიტიკური სითამამე და გამბედაობა სჭირდება.
„ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის კამპანიაში ჩართული არ იქნება და ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან