დმიტრი მედვედევი: საჭიროა მათი მოკვლა? აუცილებელია და ასეც იქნება. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩართული პირის მოკვლა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის.
“საჭიროა მათი მოკვლა? აუცილებელია და ასეც იქნება. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩართული პირის მოკვლა. ყველასი – ვინ გადაიხადა, ვინ თანაუგრძნობდა, ვინ დაეხმარა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი დაიღუპა. ს უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. მოსკოვის სასამართლომ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული